ახალი ამბები მთავარი სამხდრო

სესიაშვილი: გავაუქმებ მუხლს, რომლითაც მღვდელმსახურ წვევამდელებს სავალდებულო სამსახურის გადავადების საშუალება აქვთ

„წვევამდელები გარკვეული რელიგიური მოტივებით არ მიდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რაც  პრობლემას ქმნის მთლიანად სისტემისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილი აპირებს, გამოვიდეს იმ მუხლის გაუქმების ინიციატივით, რომლის თანახმადაც, წვევამდელებს, რომლებიც მღვდელმსახურები არიან, სავალდებულო სამხედრო მსახურების გადავადების საშუალება აქვთ.

„წვევამდელები გარკვეული რელიგიური მოტივებით არ მიდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ეს პრობლემას ქმნის მთლიანად სისტემისთვის. მე არ შევალ იმ დისკუსიაში, რომ ეს არის ხელოვნურად თუ რეალური რელიგიური მოტივებით. თქვენ იცით, რომ არსებობს ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლითაც რწმენის ან რელიგიური ნიშნით შესაძლებელია უარი თქვან სამხედრო სამსახურზე, ამიტომ შესაბამის კანონში ჩემი ინიციატივით გავაუქმებ მუხლს, რომლითაც წვევამდელებს, რომლებიც არიან მღვდელმსახურები, აძლევს საშუალებას, რომ გადაუვადდეთ სამხედრო სავალდებულო სამსახური და თუ მათ სურვილი არ ექნებათ, რომ რელიგიური მოტივებით არ იმსახურონ ჯარში, ექნებათ საშუალება ისარგებლონ ალტერანტიული შრომითი სამსახურის კანონით და გაწვეულ იქნენ შესაბამის სამსახურში” – განაცხადა სესიაშვილმა.

იტვირთბა....