ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია – იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კეთილი ინებოს, სხდომა სამუშაო დღეს დანიშნოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კეთილი ინებოს, სხდომა სამუშაო დღეს დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს, – აღნიშნული განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა, “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხსდომაზე გააკეთა.
ბესელია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, წამყვანი კომიტეტის სხდომის ხვალ გამართვას აპროტესტებს.

მისივე თმქით, პარლამენტში განხილვის პროცესი ფორსირებულად დაიწყო და ამ საკითხზე უკეთ მომზადებაა საჭირო.

„ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს. ეს არის საკითხი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა, ნუ გავაუბრალოებთ იმას, რაც ხდება. კომიტეტები სერიოზულად უნდა მოემზადოს“, – განაცხადა ბესელიამ.

რის პასუხადაც,  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განმარტა, რომ კანონპროექტები განხილვისთვის მზად არის, ასევე მზად არიან კომიტეტები და იურიდიულადაც ყველა წინაპირობა არსებობს, რომ განხილვის პროცესი დაწყებულიყო.

 

იტვირთბა....