თელავი-გომბორი-თბილისის საავტომობილო გზის შუამთის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია მობილიზებული.