ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოაზე ქურდობის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს

სახლის გაქურდვუს ბრალდებით, ინდოეთში, გოაზე, სოფელ სიოლიმში  ოთხი ქართველი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ მიერ ნაქირავები მანქანიდან მოპარული ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები ამოიღეს. ნაპოვნია ასევე აღჭურვილობა, რომელიც ეჭვმიტანილებმა სახლის გაქურდვის დროს გამოიყენეს. ამ დროისათვის ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

საქართველოს საელჩო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დიპლომატიურ წარმომადგენლობას მომხდარის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

იტვირთბა....