ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ძაძუას საცხოვრებელ სახლში დეფაქტო ხელისუფლების ომონი დღეს დილით შევიდა და ძაძუა დააკავეს.
სავარაუდოდ, ის სოხუმში, დაკითხვაზეა გადაყვანილი.
ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.