“დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ არის ბაგრატიონთა შტოს ძირითადი წარმომადგენელი,- ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარია, რის საფუძველზე სთხოვს დნმ-ის ტესტის ჩატარებას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს.
„დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ალბათ არ იცის საიდან მოუაროს და დააყენოს ეჭვქვეშ მათი წარმომავლობა, იმიტომ, რომ თვითონ ნამდვილად არ არის ამ ძირითადი ხაზის წარმომადგენელი. დავის დაწყების მიზანი კონკრეტულად რა არის, არ ვიცი. ალბათ, უნდა, რომ ნამდვილად აღიარონ ბაგრატოვანთა სახლის წინამძღოლად”, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
“სვეტიცხოვლიდან გვამების ექსჰუმაციაზე, მხოლოდ მოწინააღმდეგის ჭორის გამო, ვერ წავალთ”
“ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა” – ადვოკატი