“მოწინააღმდეგე მხარისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის ბაბუასა და მამას შორის ნათესაური კავშირის დასადგენად, ჩატარდეს დნმ ანალიზი. ჩვენ ვკითხეთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ ფორმით დადგინდეს პირთა შორის ნათესავური კავშირი, რაზეც დაგვიდასტურეს, რომ ამ ფორმით, პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენა არ ხდება. ერთადერთი შესაძლებლობა, ნათესაური კავშირის დასადგენად არის სვეტიცხოვლიდან პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის და პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკის ცხედრების ექსუმაცია და იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ჭორი გაავრცელა, ჩვენ იმხელა ნაბიჯზე ვერ წავალთ, რომ ამ ორი გვამის ექსჰუმაცია გავაკეთოთ, იმისთვის, რათა დადგინდეს ის, რაც იურიდიულად ისედაც დადგენილია”.
ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი, ლევან გორელაშვილი