მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი – დიახ, მე მხარს მიჭერდა მმართველი პარტია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა

“პოლიტიკური პარტიისგან მხარდაჭერის მიღება არის არსებული სისტემების ნაწლი. როდესაც ხარ დამოუკიდებელი, ძალიან რთულია მხოლოდ დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი რესურსებით საარჩევნო კამპანიის წარმოება. დიახ, მე მხარს მიჭერდა მმართველი პარტია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უფრო ადრე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, მე მხარს მიჭერდა სხვა პოლიტიკური პარტია – პრეზედენტ სააკაშვილის პარტია, თუმვა მე ვრჩებოდი დამოუკიდებელი და წავედი ოპოზიციაში. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობა პირველ როგში ჩემი ხასიათის ნაწილია; დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით და ეს გარანტირებულია იმ ფაქტით, რომ მე ამირჩია მოსახლეობამ პირდაპირ და მე ანგარიშვალდებული ვარ მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

წყარო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

იტვირთბა....