ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს მთელ ოპოზიციას დაიჭერდა” – ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესს ესწრება განაცხადა, ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს მთელ ოპოზიციას დაიჭერდა.

ვაშაძის თქმით, წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს დაცვის მხარემ კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით თავდებობის ხელმოწერები გადასცა. ვაშაძის თქმით, მოსამართლემ მოითხოვა, ფიზიკურად ენახა ადამიანები, ვინც კირკიტაძეს თავდებში უდგება.

​„მოსამართლემ მოითხოვა, ფიზიკურად ენახა ეს ადამიანები და მათ მიერ აღებულ პასუხისმგებლობაზე განმარტება მიეცათ. ახლა აქ არის ყველა ის დეპუტატი და საინტერესოა, დღეს რაღა არგუმენტს დაასახელებს სასამართლო დავით კირკიტაძის პატიმრობაში დასატოვებლად“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....