“შეცდომის დანახვას და ბოდიშის მოხდას ვაჟკაცობა უნდა. ეს ჩვენთან ძალიან ჭირს. ეს ძველი ამბავია, 13 წლის წინანდელი (ეუფ!) როდესაც ორივენი ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, დატვირთული დიდი პასუხისმგებლობებით. მადლობა, ირაკლი, ძალიან გამიხარდა ამდენი წლის მერეც. გაიხარე”, – წერს სოციალურ ქსელში დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ წარსული დაპირისპირების გამო, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დოლიძეს ბოდიში მოუხადა.