ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის პროცესი იმართება, პოლიციაა მობილიზებული

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლოსთან კირკიტაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. პარალელურად, ადგილზე 200-მდე სამრთალდამცავია მობილიზებული.

ცოტა ხნის წინ, სასამართლოში დაკავებულის ადვოკატი, ნუნუ ნემსიწვერიძე მივიდა. დაცვის მხარე კირკიტაძის თავდებით გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, არსებობს 15 ათასი პირის ხელმოწერა რომლებიც მზად არიან დავით კირკიტაძეს თავდებში ჩაუდგნენ და ასევე თავდებობაზე თანახმაა პარლამენტის 27 დეპუტატი. მისივე თქმით, დაცვის მხარე ათასობით თავმდები პირის სასამართლოში მიყვანას გეგმავს.

დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....