საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ეკა ბესელიას ერთი წელი დასჭირდა, რომ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაეკავებინა “ადეიშვილის ნარჩენების მიერ სასამართლოს მართვასთან დაკავშირებით”.
მისივე თქმით, კლანის ტყვეობაში ყოფნას გამოფხიზლება სჯობს, თუმცა მსგავსი პოზიციების უფრო ადრე დაფიქსირება უმჯობესი იქნებოდა.
„ეკა ბესელიას თანდასწრებით, მონაწილეობით და სულ მცირე, მას ნანახი ექნება ის უმწვავესი განცხადებები და დებატები სწორედ ადეიშვილის ნარჩენებზე, რომელიც ერთი წლის წინ უმწვავეს დონეზე დაიწყო იუსტიციის საბჭოში. ბევრ ასეთ დებატებს ის პირადადაც ესწრებოდა. სამწუხაროდ, ერთი წელი დასჭირდა, რომ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაეკავებინა ადეიშვილის ნარჩენების მიერ სასამართლოს მართვასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია ასეთია – ადრე რომ ამოეღოთ „ქართული ოცნების“ წევრებს ხმა და მოესმინათ ჩვენი, არ გვექნებოდა ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოფხიზლება ჯობია მუდმივად კლანის ტყვეობაში ყოფნას, როგორც დღესაც იმყოფება „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.