ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მერმა გერმანიასთან მატჩის საუკეთესო მორაგბე ხმლით დააჯილდოვა

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-4 მატჩში საქართველოს ნაკრებმა “აია არენაზე” გერმანია ანგარიშით 54-3 დაამარცხა და ერთი ტურით ადრე გახდა ტურნირის გამარჯვებული.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის “აიას” მორაგბე მირიან მოდებაძე დასახელდა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, მორაგბე დააჯილდოვა და მას ხმალი გადასცა.

იტვირთბა....