ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი – სად არის ფუფუნება, გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე გვერდზე გავწიოთ

სად არის ფუფუნება, ორი ნათელი პოლიტიკოსი, გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე გვერდზე გავწიოთ, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა  მისი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მის პარტიას –  „კანონი და სამართალი“ ყველასთან ექნება ურთიერთობა, მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც.

„ჩვენ ერთად არჩევნების მეორე ტური დავდეთ, რაზეა საუბარი. სად არის ქვეყანაში ფუფუნება, აქვს ხელისუფლებას ფუფუნება, რომ პოლიტიკიდან, დღევანდელი ხელისუფლებიდან გავწიოთ გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე? ორი ასეთი ნათელი პოლიტიკოსი გვყავდეს და გაწიო? ეს ხომ სისულელეა. რა თქმა უნდა, ერთად, ამისტები, იმისტები საქართველოისტები – ვიხუმრე“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

იტვირთბა....