ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: „ქართული ოცნება” ებრძვის ანაკლიის პორტს, იმისთვის, რათა ასიამოვნოს რუსეთს

“ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ქართული ოცნება” ებრძვის ქვეყნის ეკონიმიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს – ანაკლიის პორტს.

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნება” თავისი თავმჯდომარის კაპრიზების გამო და დიდი ალბათობით იმის გამო, რომ სურს ასიამოვნოს რუსეთს, ებრძვის ქვეყნის ეკონიმიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს – ანაკლიის პორტს. ერთადერთი მხარე, ვისაც ამ პროექტის შეჩერება აწყობს, რუსეთია. ეს ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკის შენელებას და სიღარიბის ვერ დაძლევას მოიტანს. სანამ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, უკეთესად ვერასდროს ვერ ვიცხოვრებთ. გამდიდრებაზე საუბარი, ზედმეტია”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

იტვირთბა....