„ქართველმა ხალხმა, ასევე ევროპული გზა აირჩია. მართალია, ჩვენი გზა უფრო რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ეს არჩევანი ურყევია. ამ გზაზე ძალიან გვეხმარება ლიეტუვის გამოცდილება. ოკუპირებული ტერიტორიები არის უმთავრესი გამოწვევა,საქართველოსთვის. სწორედ ამ საკითხში ლიეტუვა ჩვენი თანამებრძოლია საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამას განსაკუთრებით ვაფასებთ,“
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
ლიეტუვაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. ის დღეს კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს ეწვევა. ამასთანავემ დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთანაც.