ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
უწყების ცნობით, 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ომის ვეტერანია და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული.
მომხდარზე გამოზიება სსკ-ის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.