მთავარი ციტატა

სანამ განცხადებას გავაკეთებთ, გვევალება, სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი – წულუკიანი ხაზარაძეს

“ამ ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა, სამწუხაროდ, თავად ბატონ ხაზარაძეს, იმ საქმეს, რომელსაც თითქოსდა სათავისოდ იცავს. მე პირადად ამას, რა თქმა უნდა, პირველი განცხადების მომენტიდანვე ღიმილით შევხვდი, იმიტომ, რომ მე წარსულში მახსოვს პოლიტიზებული მოსამართლის, ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს, მას ვემუქრებოდი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის სახლთან მომუშავე მემწვანილე ემუქრებოდა. ეს გამახსენდა, გამეღიმა და მერე კიდევ უფრო გამეღიმა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა განცხადება კეთდება, საჭიროა, შესწავლა, რეაგირება, მაგრამ სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება, რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი”.

 

იტვირთბა....