„სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების, სიმბოლო არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასიური ზეწოლით, ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით. არის სიმბოლო არჩევნების, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის ენა და ოპონენტების მიუღებლობა. დღემდე არავინ დასჯილა ძალადობის, მოსყიდვისა და სხვა დარღვევების გამო. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს უმძიმესი დასკვნების გამო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. დღემდე, არავინ აგებს პასუხს ზიანის გამო, რომელიც უცხოეთში და ქვეყნის შიგნით მიადგა ქართულ დემოკრატიასა და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და ჩვენ პროტესტის ნიშნად არ ვაპირებთ, დავესწროთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას”.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე
ამავე თემაზე: პრეზიდენტის მოხსენებას არც “ევროპული საქართველო” ესწრება