„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირკალი ღარიბაშვილმა „tv პირველის“ ეთერში უმრავლესობიდან წასული დეპუტატების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ეკა ბესელიას ქმედება მისთვის აუხსნელია.
„ძალიან აუხსნელია ჩემთვის ეკა ბესელიას ქმედება. რაღაც გარკვეული განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის და რაღაცაშია პრობლემა“,- თქვა ღარიბაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ეთერში ასევე განაცხადა, შიდაპარტიული საკითხები არ უნდა გამოტანილიყო საჯაროდ, რადგან ეს მტრის წისქვილზე წყალის დასხმაა.
„რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და სხვისს, შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი“ -თქვა ღარიბაშვილმა.
ყიფილმა პრემიერ ინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მას მისწერა ბესელიამ. ღარიბაშილის თქმით, ბესელიამ მას მიულოცა და უთხრა რომ მიესალმება ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა.