ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“შთაბეჭდილება შემექმნა, წერილი გამიზნული იყო არა მამუკა ხაზარაძისთვის, არამედ ავთო (ჭუტა) წერეთლისთვის”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე, სოციალურ ქსელში კომენტარს აქვეყნებს და მისეულ შეფასებას აკეთებს. ის ეჭვს გამოთქვამს, რომ წერილი არა მამუკა ხაზარაძის მისამართით, არამედ TV პირველის დამფუძნებლის მამის ავთო(ჭუტა) წერეთლის მისამართით არის გაგზავნილი.

“რატომ არის წერილში ხაზარაძე მოხსენიებული მესამე პირში, თუკი წერილი უშუალოდ მას გაუგზავნეს? ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს “წერილი” გამიზნული იყო არა მამუკა ხაზარაძისთვის, არამედ იმისთვის, ვისაც ეკუთვნის (და ვინც აფინანსებს) ტვ-პირველი და “არტარეა.” სავარაუდოდ წერილი გაეგზავნა ავთო(ჭუტა) წერეთელს, რომელიც ხაზარაძისვე აღიარებით არის მისი უახლოესი მეგობარი” – წერს ანჯაფარიძე.

შეგახსენებთ, პროკურატურამ დღეს ის წერილი გამოაქვეყნა, რომელზეც “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტში ტრიბუნიდან საუბრობდა, სადაც მან განაცახადა, რომ გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი გამოუგზავნა.

იტვირთბა....