ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კლინიკებისთვის დაკისრებულ სანქციებზე საუბრობს.
საუბარია 159 სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელთა შორის მოხვდნენ – „ავერსისა“ და “პსპ”-ს მიერ დაფუძნებული კლინიკა „მედალფა“ და „მედკაპიტალი“, ასევე, სანქციები შეეხო „ჯეოჰოსპიტალსაც“.
„2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იყო სანქციები გაემკაცრებინა პირველად დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, ვიხდით ანაზღაურებას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ეს აცულებლობა გამოიწვია იმან, რომ მაშინ ხდებოდა დიდი რაოდენობის ყალბი დოკუმენტების მოწოდება. მონაცემებს გვაძლევდნენ საარჩევნო სიიდან, სატელეფონო ცნობარებიდან და ამაში ითხოვდნენ თანხას. მაშინ ეს სანქციები გამკაცრდა. მონიტრონგი მიდის ისე, როგორც მიდიოდა, სამწუხაროდ, ზოგმა დაწსებულებამ ვერ მოახდინა ადექვატური რეაგირება, რომ მოეწესრიგებინათ, ამიტომ მათ წინააღმდეგ ამუშავდა 2014 წელს შემოღებული სანქციები. ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობით ჩვენ მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ერთი თვის წინ ეს საკითხი და საჯარიმო ნაწილი მოეხსნათ ამ დაწესებულებებს, თუმცა ბიუჯეტიდან არასწორად მიღებული თანხა უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში“, – აცხადებს დავით სერგეენკო.
კლინიკებს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 13 მილიონ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა, ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტმა” გაავრცელა.