ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეა წულუკიანი: იყო მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე მოთხოვნა იყო.

წულუკიანის შეფასებით, ღარიბაშვილის დაბრუნებაში მხოლოდ პოზიტივს ხედავს.

“მე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მთავრობაში ვმსახურობდი, ვიცი მისი პოზიციები და მიდგომები მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის შემდეგ მე მასთან არ მქონია კონტაქტი ვფიქრობ, მისი პოზიციები არ შეიცვლებოდა და ამან განაპირობა ის რომ ის დაბრუნდა, რომ იყო მოთხოვნა მის დაბრუნებაზე, რომ ის შემოგვიერთდა კვლავ და არ დაგიმალავთ,რომ ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ მიუხედავდ ყველაფრისა, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ვისთან ერთადაც ჩვენ სწორედ 2011-2012 წლებში ვიბრძოდით,“-აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართულ ოცნებაში” დაბრუნდა.

იტვირთბა....