ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარდიაშვილი: ბესელიას განცხადება ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ოროსანი ვუწოდე

დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც მან ბესელიას ოროსანი უწოდა.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას ინიციატივების კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებასთან ასოცირება აბსურდული და არარეალურია.

„ირაკლი კობახიძისთვის ეკა ბესელია არა თუ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ საერთოდ არაადეკვატურია. შესაბამისად, ბესელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ვუწოდე, რომ ოროსანი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად არაკონსტიტუციურ კანონპროექტს არეგისტრირებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბესელიას ინიციატივების კობახიძის გადაყენებასთან ასოცირება გარწმუნებთ, აბსოლუტურად აბსურდული და არარეალურია“, – განაცხადა ზარდიაშვილმა და დასძინა, რომ ბესელია „ქართულ ოცნებას“ აღარ წარმოადგენს და შეუძლია, ახალ პარტიასთან ერთად დაგეგმოს, რა ღონისძიებებიც სურს.

იტვირთბა....