მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ხმა სამარიდან – ნათელაშვილი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე

“ხმა სამარიდან——ასე შეიძლება შეფასდეს ექს-პრემიერ ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკური საიქიოდან. აღნიშნული მიუთიტებს შემდეგს 1. ივანიშვილის მაფიოზურ რეჟიმს არ დარჩა არანაირი რესურსი არც საზოგადოებაში და არც პარტიაში გარდა უსახო,კორუმპირებული ქიზიყური მაფიისა. 2.ქვეყანაში განადგურებულია კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ცნებაც კი—როდესაც მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში იქ დამთავრებულია სახელმწიფო როგორც ასეთი 3.განხორციელდა კრემლის შეკვეთა ვინაიდან სწორედ ღარიბაშვილის ჯგუფი წარმოადგენდა შულავერის კომიტეტს ოცნების გარიჟრაჟზე,სწორედ მისი პრემიერობისას ოკუპანტები შეუდგნენ ჩვენი მიწების დაუსჯელ გადაღობვას ყველაზე აქტიურად და მათი მოცილება თავის დროზე დასავლეთის გემოვნებაშიც ჯდებოდა. ვულოცავთ ივანიშვილსა და პუტინს,თუმცა ვფიქრობ ქორწილი უპატარძლო იქნება”, – წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი  პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა.

იტვირთბა....