ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო: სოციალური მუშაკები მარტო აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მუშაკები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში რეალურად მარტო აღმოჩნდნენ.

მისივე თქმით,  წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ დაანახა იმის საჭირეობა, რომ ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო უნდა განხორციელდეს.

„წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, დამანახა იმის საჭირეობა, რომ ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვნად სწრაფად.
მე მოგახსენებთ რა პრობლემა დავინახეთ ამ მხრივ – სოციალური მუშაკები აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში რეალურად მარტონი, რაიმე ეფექტური უკუკავშირი სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი.ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთი თვის წინ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ამ საბჭოს მინისტრი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმურად შეხვედრები თვეში ერთხელ არის წინასწარ გაწერილი, შესაძლებელია მისი ნებისმიერი სიხშირით მოწვევა. ბოლო თვის განმავლობაში ეს საბჭო ორჯერ იყო მოწვეული.
ამისათვის ამ საკითხის მოსაგვარებლად და სამწუხაროდ მე შარშან არ ვიყავი იმდენ დეტალში ჩარეული, რამდენშიც წელს ვარ. ერთი თვის წინ შევქმენით სოციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და საბოლოო სტრუქტურა ჯერ არ აქვს, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტო წარმომადგენლები, რომელიც სამინისტროს ნაწილია. საბჭოს ფუნქცია არის პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა სოციალურ მუშაკებთან და შეხვედრები გეგმურად თვეში ერთხელ არის გაწერილი, შეიძლება მოწვეული იქნას ნებისმიერი სიხშირით”, – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....