“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ უკან მოდის და იმდენად ღრმა კრიზისია, რომ წლების უკან აბრუნებს საკუთარ ქვეყანას
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დღეს ღრმა პოლიტიკურ, მორალურ და საკადრო კრიზისშია შესული.
„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის სიმბოლოა, რომ საქართველო და „ქართული ოცნება“ მიდის არა წინ, არამედ უკან. ღარიბაშვილის მოსვლით დასტურდება, რომ „ქართული ოცნებაც“ უკან მოდის და იმდენად ღრმა კრიზისია, რომ წლების უკან აბრუნებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. თუ ეს მოხდება კარგი იქნება, რადგან საზოგადოება დაინახავს „ქართული ოცნება“ სად მიდის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ასევე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ღარიბაშვილიც ესწრებოდა.