ახალი ამბები მთავარი სამართალი

ამხელა კაცს ზრდილობას მე არ უნდა ვასწავლიდე – დოლიძე მეთოფიშვილზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა სხდომაზე საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საერთო სასამართლოებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ იკამათეს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 1943 (69,5%) სრულად ენდობა სასამართლოს.

„კარგი იქნება, როდესაც პრეზიდენტი დანიშნავს იუსტიციის საბჭოს წევრს ისე, რომ მას ელემენტარულად, მოსამართლის გამოცდა მაინც ექნება ჩაბარებული. თუმცა, თუ არ აქვს ჩაბარებული, დაინეტერსდეს მაინც, რა ხდება. როცა რაღაცას ამბობს, უნდა ჰქონდეს უნარი, წაიკითხოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომელიც ხელში მიჭირავს. მედიისთვის ვამბობ ამას და არა ქალბატონი ანასთვის, რადგან ის დაბალი კვალიფიკაციისაა და ეს ცნობილია”,-აცხადებს სერგო მეთოფიშვილი. რის შემდეგაც, დოლიძემ საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს მოუწოდა, შეასრულოს თავისი მოვალეობა. „ბატონო გიორგი (მიქუტაძე) თქვენ უნდა შეაწყვეტინოთ საუბარი, რადგან ის მე შეურაცხყოფას მაყენებს. მე არ შევწყვეტ საუბარს, სანამ არ მომცემთ პირობას, რომ დაიცავთ მდივნის მოვალეობას. ამხელა კაცს ზრდილობას მე არ უნდა ვასწავლიდე, მამაჩემის ტოლა კაცია“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

იტვირთბა....