“ორი სიტყვა გახარიას პასუხზე: 1. ის იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენი. ამ ქვეყანაში ჯერ კანონები არ შეუცვლიათ და მსგავს დეფინიცია შსს მინისტრისგან უბრალოდ უსაგნოა. უფრო მეტიც მისი უფლებამოსილებების ვერ გაცნოებერებას აჩვენებს. შს მინისტრი მორალის პოლიცია არ არის, ის კანონის აღსრულებისთვის არსებობს. ბიზნესმენისთვის პრივილეგიის მინიჭება კი, რომელიც თურმე უნდა დასრულდეს ჩვეულებრივი სამართლებრივი კატეგორიაა. ვისგან იყო პრივილეგირებული? რაში? სად გამოიხატა პრივილეგია? და თუ გამოიხატა კანონი დარღვეულა და ვინ არის დასჯილი ამისთვის? 2. თუ ეს ფრაზა ისე, კვიმატად თქვა, მედიის ასატაცებლად მაშინ ისევ იქ ვართ, ხაზარაძემ რომ თქვა დღეს კაგებეშნიკურ რეპუტაციის შელახვის კამპანიაში, და სხვას კი არაფერს ედავებიან ხელისუფლებას ამ ეტაპზე. 3. როდესაც შსს მინისტრი ხარ და დანაშაულს გაბრალებენ, თან მრავლობითს (მუქარა, კიბერ დანაშაული) იქით კი არ იმუქრებოდე მშვიდად უნდა სცემდე პასუხს. არც ის მომენტია ეხლა რომ ჟურნალისტმა გამოგძალოს პასუხი ყვავილებზე საუბრისას”.
თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი