ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“წესით სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლად არ უნდა დადიოდეს” – სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ხორავს ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით სუბელიანისნაური ადამიანები გარეთ, თავისუფლად არ უნდა დადიოდნენ

“ჩემი მიზანი არ არის აქ ვინმე გამოიკეტოს წლებით, ჩემი მიზანია ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და აუცილებლად დადგინდება. მთავარია რომ ბრალდებულია მხოლოდ იმ ნაწილში შეუტყობინებლობის, დანარჩენს გამოძიება დაადგენს რა ბრალი შესაძლოა კიდევ წაეყენოს მომავალში.

კანონის მიხედვით ვერ გეტყვით ადეკვატური არის თუ არა სასჯელი. წესით მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლად არ უნდა დადიოდეს.

პროკურატურის ინტერესი იკვეთებოდა მირზა სუბელიანის შესამსუბუქებლად და აარა პასუხისგებაში მისაცემად” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია სუბელიანი 9 თვე წინასწარ  პატიმრობაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....