ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასამართლომ სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ნოზაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით და ის დანაშაულის დაფარვაში სცნო დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....