ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მირზა სუბელიანმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მან ამჯერადაც მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.
“რადგან აქ ვარ ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ქმედებებზე და მომხდარ ფაქტზე ჩემი წვლილი სამართლებრივი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცამ შეიძლება ეს პოპულისტურ ნათქვამად ჩათვალოს, მაგრამ რომ შეიძლებოდეს ჩემი სიცოცხლის იმ ბავშვების სიცოცხლეში გაცვლა, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი”, – განაცხადა სუბელიანმა.
დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს თხოვნით მიმართა სასჯელის დანიშვნისას გაეთვალისწინებინა სუბელიანის მაღალი მორალი და ზნეობრიობა.
შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარე სუბელიანის მიმართ მსუბუქი სასჯელის, ჯარიმის გამოყენებას ითხოვს.