About us ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დღეს, ადვოკატი სუბელიანის 2 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარცევის დროსს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატები მისი 2 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნას დღეს დააყენებენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. საბოლოო სიტყვით ისარგებლებს თავად ბრალდებულიც.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარვადგენთ დასკვნით სიტყვას. მირზა სუბელიანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს მთლიანად, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ყველა უდაოდ ვცანით. ამიტომ დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებთ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, თავად მირზა სუბელიანის პიროვნებაზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე.

სასამართლოს ვთხოვთ, მას სასჯელის სახით ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელი დაუნიშნოს და ეს არის ჯარიმა მინიმალური ოდენობით – 2 000 ლარით.

მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. უფრო მკაცრი სასჯელი ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზურუნველოყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. მიგვაჩნია, რომ ჯარიმა არის ადეკვატური სასჯელი, რაც მირზა სუბელიანის ქმედებისთვის შეიძლება დაკისრებული იყოს”, – განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....