მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“სააკაშვილი და ყველა, ვისაც მისი ფოტო გიყენიათ და მასზე ლოცულობთ… ძალიან საცოდავები ხართ”

“მიშას და ნაცმოძრაობის ზონდერების ოცნება, გაანადგურონ ყველა ვინც მიშას არ ლოცულობს დილა საღამოს, 2012 წლის ოქტომბერში მცირე ხნით მოკვდა. დღეს მათ ბელადს ისევ გაახსენდა რომ ქართველია და აქტიურია. ისინიც მის “Fასზე” მყისიერად რეაგირებენ. საკმარისია ერთი სიტყვა თქვას და რაზმი მზად არის:
– თავდასხმისთვის
– შეურაცხყოფისთვის
– დანაშაულის დაბრალებისთვის
– გინებისთვის
– ძალადობისკენ მოწოდებისთვის.
გუშინაც ერთ ერთი ასეთი დღე იყო და მრავალფლანგიანი უნიჭო, უზრდელი, მორალს მიღმა კამპანია წამოიწყეს. სტანდარტული 1 პროცენტიანიდან მკვლელებამდე.
ხოდა, ღმერთმა ნუ ქნას ოდესმე უსაქმოდ დავრჩე და თქვენთვის მოვიცალო, თორემ რა გეშველაბათ დანაშაულის დაბრალებისთვის რომ გიჩივლოთ ჯერ სასამართლოებიდან ვერ გამოხვალთ და მერე ბანკის ვალიდან ვერ ამოხვალთ ჯარიმების გადახდის რეჟიმში მყოფნი.
ხოდა მიხეილ სააკაშვილი და ყველა ვისაც მისი ფოტო გიყენიათ და მასზე ლოცულობთ, ან საერთოდ რომელიმე ლიდერზე და პოლიტიკოსზე ლოცულობთ ძალიან საცოდავები ხართ, იმდენად უბედური და ცოდო ხართ რომ გასაბრაზებლადაც კი მენანებით”

თინათინ ხიდაშელი

სოციალური ქსელი

იტვირთბა....