“ხელისუფლებავ, არ გვინდა სადღეგრძელო მილოცვები. გააკეთეთ: ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ბაღები, რომ იქ ბავშვების დატოვება არ გვეშინოდეს; ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომ ექიმთან ბავშვების წაყვანა შეგვეძლოს და გული არ გვისკდებოდეს, გაგვიკეთეთ პარკები და ეზოები რომ სახლში გამოკეტილ ბავშვებზე გული არ გვიკვდებოდეს, შექმენით უსაფრთხო ქუჩები, რომ 8 საათზე პანიკა არ გვეწყებოდეს როცა ჩვენი შვილები სახლში არ არიან; ალაგმეთ გაუმართავი ტრანსპორტი, რომ შვილები მშვიდად ვასეირნოთ; შეამოწმეთ საკვების და სათამაშოების ხარისხი, რომ ბავშვები ტყვიას არ ჭამდნენ, გააგებინეთ თქვენს მეგობრებს და მოხელეებს, რომ შვებულებაში გაგვიშვან და სამსახურში გვიანობამდე არ გაგვაჩერონ რომ სახლში ბავშვების დაძინებამდე და რაიმე ენერგიით მაინც მივიდეთ; მოგვეცით დეკრეტულები როგორც გვეკუთვნის; აი, ეს გაგვიკეთეთ და მერე მივხვდებით რომ მართლა გადარდებთ დედის დღე”, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დედის დღე აღინიშნება.