მთავარი ციტატა

სიგარეტის გაძვირებას რომ ევროპას აბრალებენ, სამარცხვინო ტყუილია – გვახარია

”ევროკავშირი გვირჩევს”, ”ევროპა გვიბრძანებს” – სიგარეტის გაძვირებას რომ ევროპას აბრალებენ.. სამარცხვინო ტყუილი, რომელიც ცოტა ხანში, სავარაუდოდ, ახალ კვლევას ”დადებს”: ”ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში მნიშვნელოვანდ შემცირდა”
თამბაქოს გაძვირება, მართლაც, შეიძლება იყოს ერთ-ერთი საშუალება სიგარეტის გადასაგდებად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ რას სთავაზობს ბატონი ზოიძე ამ ხალხს ალტერნატივად? თუკი ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ერთი მუნიციპალური აუზი მაინც როგორ ვერ ააშენეს? ერთი იაფი, ან საერთოდ მუქთა სპორტკლუბი? ერთი ნორმალური საციგურაო მოედანი?
”ევროპა გვთხოვს” ამას სანამ იტყვით ისიც გაიხსენეთ, რომ ხალხი უვიზოდ მოგზაურობს და თავად ხედავს რა არის ევროპა”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში კინომცოდნე გოგი გვახარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებას სიგარეტის გაძვირებასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გავზარდოთ, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა. ზოიძის ამ განცხადებას, საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოყვა.

იტვირთბა....