ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში, საავადმყოფოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა სულ 5 პირი დააკავეს. ძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ხულიგნობა იარაღის გამოყენებით.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება კი ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე დაიწყო, შემდეგ კი ჩხუბი იმ საავადმყოფოში გაგრძელდა, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

იტვირთბა....