aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საფრანგეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპელ კოლეგებთან ერთად, საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავა.

რეიმსსა და მის შემოგარენში სპეცოპერაცია 13 თებერვალს ჩატარდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს.

„სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი,“- აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.

იტვირთბა....