ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ეუთოს დასკვნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს

პარლამენტის დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეუთოს დასკვნაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, დასკვნაში საგანგაშო არაფერია.

“დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები,“ – ამბობს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, ეუთოს მიერ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნაში არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის მოქალაქეებისთვის ვალების განულების პროგრამა ხმების მოსყიდვად არის მოხსენიებული.

იტვირთბა....