საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო.
საქმის გამოძიების საიდუმლოდ მიმდინარეობის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.
“გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლოდ. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დრო და დრო აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ”, – აცხადებს ადვოკატი.
ამავე თემაზე: პროკურატურის განცხადება “თიბისი ბანკის” საქმეზე