TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურის განცხადება სიახლეს არ შეიცავდა
და ეს ნაბიჯი იყო რეაქცია საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ჩაიშალა.
ჯაფარიძის თქმით, დასამალი არაფერი აქვს და ამიტომაც აპირებს კიდევ ერთხელ მივიდეს პარლამენტში.
„დღევანდელი განცხადება იყო გამეორება პრაქტიკულად 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ ესეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს თვითონ ქვეყნის რეპუტაციას. იმიტომ, რომ ჯერ ერთი ბრალდება მე იქ არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და შეფასებები ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, არანაირად არ შიძლება იყოს პროკურატურის კომპეტენცია. სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას შევახსენო რომ 2008 წელზე საუბარი დრეს, საერთოდ როგორ გადარჩა საბანკო ინდუსტრია ომს და კრიზისს, ყველას თითქოს ეს დაავიწყდა. თითქოს 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით ნორმალურ მდგომარეობაში. მინდა მოვუწოდო ყველას გაიხსენოს რა მოხდა 200 წლის ბოლოს. ეს იყო უნიკალური შემთხვევა როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ