“თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი ვითარდება და მას ხელს ვერაფერი შეუშლის.
მისივე თქმით, ყველა ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიის პორტის პროექტში თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს.
„ინსტიტუტები, რომელთანაც ვმუშაობთ, არიან:- “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, “ოპიკი”, “აზიის განვითარების ბანკი”, ყველა ეს ბანკი მუშაობს ჩვენთან, ჩვენ ჯგუფთან, ჩვენთან, როგორც ანაკლიის პროექტის დამფუძნებლებთან. მათ უნდათ ჩვენთან ერთად მუშაობა და მათ უნდათ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ყველას ესმის პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ქვეყნის სასიკეთოდ,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.