სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
“სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის, ენუქიძის, მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტვიშის, უშაკოვის, ყვარლის, ამირეჯიბის, მესხეთის, შალვა მშველიძის, მთისძირის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, მეტრომშენის, ტოლენჯის, რატილის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ანაგის, გაგარინის, დარასელიას, კანდელაკის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ძოწენიძის, გამრეკელის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ოჟიოს, მიროტაძის, კოსტავას, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭვაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.