ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთის ეკლესიაში აშშ-ის ატომურ დაბომბვას უმღერეს (ვიდეო)

ისაკის საკათედრო ტაძარაში, სანქტ-პეტერბურგის გუნდმა შეასრულა სიმღერა აშშ-ის ატომური დამბობვის შესახებ. სიმღერას ეწოდება „წყალქვეშა ნავზე, ანუ სამხედროების ანაზღაურება“. ამ სიმღერაზე ყურადღება გაამახვილა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ, დიაკვანმა ანდრეი კურაევმა. მან საინტერნეტო გამოცემა Laivjournal-ში გამოაქვეყნა პოსტი, სათაურით „პუტინიზმი ისაკის გუმბათის ქვეშ. ტერმინალური სტადია“.

სიმღერაში, რომელიც კონცერტის ძირითადი პროგრამის ბოლოს შესრულდა, ასეთი სიტყვებია: „ატომური წყალქვეშა ნავითა და ასობით მეგატონის სიმძლავრის ათობით ბომბით გადავკვეთე ატლანტიკის ოკეანე და ვუძახი მემიზნეს, დაუმიზნე, პეტროვ, ქალაქ ვაშინგტონს“. იქვე ასეთი ფრაზაცაა: „მაპატიე, ამერიკავ, კეთილო ამერიკავ, მაგრამ ხუთასი წლის წინ შენ სულ ტყუილად აღმოგაჩინეს“.
ეს სიმღერა ანდრეი კოზლოვსკიმ დაწერა 1980 წელს. ინფორმაცია რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მოგვიანებით გუნდის ადმინისტრაციამ სიმღერის შესრულებაზე ასეთი კომენტარი გაავრცელა სოციალურ ქსელში „ვ კონტაქტე“. „არ შეგვიძლია არ ვუპასუხოთ პოლიტიკური ანალიზის ოსტატებს: არ ღირს სერიოზული ჩარევა პუტინური თუ ანტიპუტინური კონცერტების თაობაზე მსჯელობაში. ეს თავისთავად შემზარავია. იმის გასაგებად, თუ რა იყო ჩვენს კონცერტზე, საკმარისია ორი რამის ცოდნა. ჯერ ერთი, სიმღერები, რომლებსაც ჩვენ ვმღერით, ეს არის ეპოქის დოკუმენტები, უნიკალური და საკმაოდ ორიგინალური. ცხადია, რომ ჩვენ არ ვცვლით ტექსტებს პოლიტკორექტულობისა თუ სხვა კონიუნქტურის გამო“.
20 თებერვალს, ფედერალური კრების წინაშე გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების შემცირების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის პასუხად, მოსკოვი გაშლის სარაკეტო სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ შეიარაღებაზე იქნება დამიზნებული, არამედ აშშ-ისა და მოკავშირეთა ტერიტორიებზე განლაგებულ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე.

პუტინმა ყურადღება გაამახვილა ახალ ჰიპერბგერით რაკეტაზე, 1000 კილომეტრზე მეტი ფრენის სიშორის „ცირკონზე“. სამხედრო უწყებაში ამტკიცებენ, რომ რაკეტა „ცირკონს“ შეუძლია მიზანს მიაღწიოს 5 წუთში, მაშინ როცა ამერიკულ რაკეტებს მოსკოვამდე მისაფრენად სჭირდებათ 10 წუთი.

23 თებერვალს კრემლთან დაახლოებულმა ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა ჩამოთვალა ის სამიზნეები, რომლებსაც აუცილებლობის შემთხვევაში რუსული რაკეტა „ცირკონი“ გაანადგურებს.

მათ შორის ტელეწამყვანმა ახსენა პენტაგონის შენობა და ბირთვული ძალების მართვის ცენტრი ვაშინგტონში, პრეზიდენტის მართვის პუნქტი მერილენდში და კალიფორნიაში განლაგებული სტრატეგიული შეტევითი ძალების სამმართველო.

Песни о ядерной бомбежке Америки и негров, под куполом Исаакиевского собора, в честь 23-го февраля – это НЕЧТО!!! Не пропустите сей шедевр скрепоносной уродины – россии… )))) Но главное… Питерская интеллигенция – ликует!!! Пуси-Райт рвут волосы в сторонке!!!)))Текст…. На подводной лодочке с атомным моторчикомДа с десятком бомбочек под сотню мегатоннПересек Атлантику и зову наводчика:"Наводи, говорю,- Петров, на город Вашингтон!"Тру-ля-ля, тру-ля-ля,Все могу за три рубля!Здравствуй, новая земляНеприятеля!И на самолетике сверху друг мой ВовочкаНе с пустыми люками в гости прилетел,На подводной лодочке да с атомным моторчикомЭкипаж веселую песенку запел.Тру-ля-ля, тру-ля-ля,Можем все за три рубля!Ты гори, гори земляНеприятеля!Сладко дремлют в Норфолке огоньки по берегу,Спят усталые игрушки, негры тихо спят,Ты прости, Америка, хорошая Америка,Но пять сотен лет назад тебя открыли зря.Тру-ля-ля, тру-ля-ля,Все могу за три рубля!Пополам гори земляНеприятеля!

Gepostet von Gennadiy Mokhnenko am Montag, 25. Februar 2019

იტვირთბა....