რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში კონსულტაციების გამართვა იქნება საჭირო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ევროპული საქართველო“ იმ შემთხვევაში დაკარგავს უმცირესობის სტატუსს, თუ საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი დატოვებს.
პირველი არხის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა და „ევროპულ საქართველოს“ შორის ამ თემაზე კონსულტაციები, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა კონსულტაცია აუცილებელია.
„უმრავლესობა დამატებით სამმა დეპუტატმა უნდა დატოვის, რის შემდეგაც უმცირესობა დაიშლება. როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს კონსულტაციების შემდეგ გამოჩნდება. ამაზე არ გვიფიქრია და საუბარი არ ყოფილა არავისთან. ეს დამოკიდებულია ორივე მხარეზე. ამას მხოლოდ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, მეორე მხარის სურვილიც უნდა იყოს. ამაზე საუბარი არც პარტიაში და არც ფრაქციაში არ ყოფილა.
უმცირესობას თავისი პლუსები აქვს. 45 წუთი აქვს პარლამენტის ტრიბუნა, ასევე აქვს სხვა საორგანიზაციო აქტორები, რაც ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობაში აძლიერებს. საუბარი გვექნება და გათვალისწინებული იქნება პოლიტიკური კონტექსტიც. უმცირესობა პარლამენტში სერიოზული ბერკეტების ფლობას ნიშნავს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ასევე საერთაშორისო სტრუქტურებსა და დროის თალსაზრისით“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.