უმრავლესობის დატოვების პროცესმა მიიღო სასაცილო ფორმა. ყველა ტოვებს ცალ-ცალკე და განცხადებებსაც არა ერთად, არამედ ცალკე აკეთებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთად ვერ გააგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას. საბოლოო ჯამში, მათი პოზიცია არის ასეთი: ისინი მიდიან ირაკლი კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის. საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის ოპოზიციაში, მაგრამ ისინი რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ანუ ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს ეს ხალხი ჩადგება მის ერთგულ სამსახურში.
რომან გოცირიძე