ამეერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ.
“დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ მათ ვინც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად დახოცეს და გადაასახლეს. ასევე, ვიხსენებთ კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასობით ათას მსხვერპლს. 70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ მათ ვინც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად…
Gepostet von US Embassy Tbilisi, Georgia am Montag, 25. Februar 2019