„სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მოსული ექიმი, რომლის სახელსა და გვარს მალე დავადგენთ, მონდომებით ითხოვდა, რომ პროცესი დაჩქარებულიყო და მამა გიორგი მალე გადაეყვანათ. ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი აღმოეფხვრა. მისი პირადი ექიმი ზეწოლის გამო ცუდად გახდა. პირდაპირ ვაცხადებ, მამა გიორგის გადაყვანის რეალური მიზანია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. გარკვეულ პირებს, რომლებიც ბოგინობენ საპატრიარქოდან თუ საერო პირებიდან, უნდათ დაასრულონ ეს საქმე ფატალური შედეგით. მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობა ილია მეორეს, თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ხელშია ადამიანის ბედი. თუ უშუამდგომლებთ შეწყალებაზე და თვითონ მოუსმენთ მას, მიხვდებით, რამდენად უდანაშაულოა ის”.
მიხეილ რამიშვილი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი