საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე.
მისივე თქმით, დღის წესრიგში არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომლებსაც მმართველი პარტიის მხრიდან სჭირდება სათანადო გადაწყვეტილებების მიღება.
“ეს არის მეტწილად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გვესმის. შესაძლოა, ეს იყოს რთული გარდაქმნების პერიოდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე”, – განაცხადა თალაკვაძემ.