თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, ციხეში მოკლან ან შეურაცხადად გამოაცხადონ
ამ თემასთან დაკავშირებით თეოლოგმა გაზეთ ბათუმელებს ხმაურიანი ინტერვიუ მისცა და იმ საიდუმლო წერილზე ელაპარაკა, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ ციხიდან ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა
გამრეკელაშვილს საპატრიარქოში ბევრი სანდო წყარო ჰყავს. ის კულუარულ, ჯერ დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ წერილი მძიმე ფაქტებს აღწერს და მღვდელი საუბრობს არაფორმალურ გარემოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ქცევაზე, რომლის ვიდეომასალაც მძიმე სანახავია. ინფორმაციას რუსთვი 2 ავრცელებს.
წერილის გასაჯაროებას თეოლოგი აპოკალიფსს ადარებს.
მამა გიორგი მამალაძემ ციხიდან წერილი ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა. მეუფე პეტრე ცაავა, საბა ალავერდელი, ანდრია გვაზავა და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი კი გზავნილის შინაარსის გახმაურებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.